“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდეირ, ელენე ხოსტარია სოციალური ქსელით დავით გარეჯის საქმეზე დაკავებებს ეხმიანება.
როგორც ხოშტარია წერს, ის პროკურატურასთან პროტესტის გამოსახატავად მივა და ამით დაკავებულებს მხარდაჭერას გამოუცხადებს.
“7 საათზე მე და ნინო გოგუაძე მივდივართ პროკურატურასთან (ორთაჭალაში) წესიერი ადამიანების დაჭერის გასაპროტესტებლად!
ვისაც დრო გექნებათ, მოდით. მარტოც რომ ვიყო, 7-ზე იქ ვიქნები და ჩემ სათქმელს ვიტყვი.
არ დაგაჩაგრინებთ ადამიენებს, ამ სიბინძურეს არ შეგარჩენთ.
დღეს, 7 საათზე პროკურატურასთან,”- წერს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში ორი პირი დააკავა. პროკურატურის ცნობით, უწყებამ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ივერი მელაშვილი და კომისიის წევრი ნატალია ილიჩოვა დააკავა.