ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აზერბაიჯანი – „სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე იერიში განახორციელა“

აზერბაიჯანული მხარს ინფორმაციით, სომხეთმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე სარაკეტო იერიში განახორციელა.

„2020 წლის 6 ოქტომბერს, ოკუპანტი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა რეგიონში ყველაზე დიდი სტრატეგიული პროექტის – ბაქო-თბილისი-ევროპა დაბომბვა დაიწყეს, ჩვენმა არმიამ ტერორისტული მცდელობა თავიდან აიცილა“, – ნათქვამია report.az-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აზერბაიჯანის პროკურატურის განცხადებით, სარაკეტო დარტყმები დაახლოებით 21:00 საათზე განხორციელდა ნავთობსადენის იმ ტერიტორიაზე, რომელიც ევლახის რაიონში გადის.

პარალელურად, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს აზერბაიჯანული მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენს სამიზნეს არ წარმოადგენს ნავთობისა და გაზის ინფრასტრუქტურა, თუმცა ადგილმდებარეობის განურჩევლად, ყველა სამხედრო ობიექტი და ადგილი, საიდანაც ცეცხლს გახსნიან არცახის მიმართულებით, განადგურდება”, – აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო.

იტვირთბა....