„სირიაში ე.წ. აფხაზეთის საელჩოს გახსნა საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა, დამასკოს მხრიდან“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
მისი თქმით, სირიის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გმობს და მომავალშიც დაგმობს საერთაშორისო საზოგადოება.
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სირიის დედაქალაქ დამასკოში აფხაზეთის ე.წ. საელჩო დღეს გაიხსნა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ე.წ. საელჩოს გახსნა იმ სრულიად უკანონო გადაწყვეტილების გაგრძელებას წარმოადგენს, რომელიც ასადის რეჟიმმა რუსეთის ზეწოლის შედეგად 2018 წელს მიიღო.