ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამტრედიაში სასწრაფოს მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

სამტრედიაში სასწრაფოს მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა, რომელიც, როგორც ცნობილი ხდება, აქტიურ სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა.

შესაბამისად, მისი კონტაქტები ოჯახის წევრების გარდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებიც არიან. ამჟამად მისი კონტაქტები თვითიზოლაციაში არიან გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, მას ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონია და ვირუსის არსებობის შესახებ გეგმიური ტესტირების შემდეგ გაიგო.

 

იტვირთბა....