2 ოქტომბერს ყარაბაღის ომში დაიღუპა ინგილო ქართველი, ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადის 19 წლის მკვიდრი, ისმაილ ირაპოვი, 3 ინგილო ქართველი მძიმედ დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი, საინგილოს მკვლევარი, სერგი კერესელიძე, ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, მართალია, საომარი მოქმედებები ყარაბაღის ტერიტორიაზე 27 სექტემბერს დაიწყო, თუმცა, ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია აზერბაიჯანში ომამდე ჯერ კიდევ მინიმუმ 1 კვირით ადრე დაიწყო.
ადგილობრივების განცხადებით, დაახლოებით, 19-20 სექტემბერს ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადიდან და სოფელ მოსულიდან 7 ავტობუსით ინგილო ქართველები დისლოკაციის ადგილას გადაიყვანეს. ომის დაწყების შემდეგ, კახის რაიონიდან 28 მართლმადიდებელი ქრისტიანი ქართველი ომში გაიწვიეს” – წერს კერესელიძე.
ცნობისათვის, საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო.