მთავარი ციტატა

“პუტინი ჯერ არ გეგმავს ალიევთან და ერდოღანთან მოლაპარაკებებს” – კრემლის პრეს-სპიკერი

“თქვენ იცით, რომ საუბარია ომზე. და, რა თქმა უნდა, ომში – იქ, ყარაბაღში – სიტუაცია სწრაფად ვითარდება, ამიტომ რთულია პროგნოზირება. იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, დიალოგის საჭიროებაც გამოიკვეთება.”

დიმიტრი პესკოვი – კრემლის პრეს-სპიკერი

ამის შესახებ პესკოვმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

პესკოვის განცხადებით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინი ჯერჯერობით არ გეგმავს აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებთან, ილჰამ ალიევთან და რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან მოლაპარაკებებს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის საკითხზე.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა ასეთი მოლაპარაკებების გამართვა ამ კვირაში, პესკოვმა განაცხადა: „ჯერ არ არსებობს ასეთი მკაფიო გეგმები“.

იტვირთბა....