„არ ვიცი, რა უნდა ვუპასუხო ამ განცხადებას. არასერიოზული განცხადებაა არასერიოზული ადამიანებისგან. საარჩევნო კამპანიას რაც შეეხება, ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს შესაძლებლობა, კამპანია ჩაატაროს ყოველგვარი პრობლემის გარეშე. აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ შეხვდნენ საზოგადოებას, შეხვდნენ ხალხს, გააცნონ თავიანთი ხედვები, მოსაზრებები ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით. არავინ ხელს არ უშლის. არსებობს კანონები, არსებობს წესები, რომელიც უნდა დაიცვას ყველამ და არავის არ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ქალაქი თავზე დაიმხოს.”
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა. ამ განცხადებით „სტრატეგია აღმაშენებლის“ ბრალდებას უპასუხა საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლის თაობაზე.