მთავარი ციტატა

“რაც შემთხვევის ადგილზე ნახეს, გადმოვარდნა უფრო შეიძლება იყო ის, ვიდრე თავის მოკვლა”- ადვოკატი ლუკა სირაძის საქმეზე

“გადმოვარდნა უფრო შეიძლება იყო ის, რაც შემთხვევის ადგილზე ნახეს და არა ვინმეს მხრიდან თავის მოკვლა. ამიტომ, მხოლოდ იმაზე აპელირება, რომ ლუკა სირაძემ საგამოძიებო ორგანოს დატოვების შემდეგ თავი მოიკლა, არასწორია. მას თავი არ მოუკლავს, ის იმ პერიოდში იმყოფებოდა ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ, ეს დადასტურებული ფაქტია და არ არის გამორიცხული, რომ გადმოვარდნილიყო.”

გაგი მოსიაშვილი – გარდაცვლილი ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი

ამის შესახებ ადვოკატმა მედიაცენტრ “მტავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

ადვოკატის განმარტებით, საგამოძიებო უწყება არ დაინტერესებულა ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგინდა, რომ ლუკა სირაძე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო.

ცნობისთვის,15 წლის ლუკა სირაძის თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებულ გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იტვირთბა....