“ყველაზე მთავარია ის, რომ მოიმატა თბილისში ინფიცირების შემთხვევებმა. რა თქმა უნდა, ყველა რეგიონს ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ, მაგრამ მოსახლეობის სიმჭიდროვის გათვალისწინებით, ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება აქ ხდება, ძალიან გვჭირდება სიფრთხილე, იქნებ როგორმე გადავურჩეთ ძლიერ დატვირთვას და ბევრი რაოდენობით ინფიცირებულის გამოვლენას.”
მარინა ენდელაძე – ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი
ამის შესახებ ენდელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 348 აჭარაში, 99 შემთხვევა კი თბილისში დაფიქსირდა.