ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო პროგრამების ხელმძღვანელის, მაიკ რაიანის განაცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსით, სავარაუდოდ, ყოველი ათიდან ერთი ადამიანი ინფიცირდება.
ამის შესახებ ინფორმაციას “reuters”-ი ავრცელებს.
როგორც მაიკ რაიანი გამოცემასთან განმარტავს, მსოფლიოში რთული პერიოდი იწყება და დაავადება სწრაფად ვრცელდება.
მისივე განმარტებით, მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ რისკის ქვეშაა.