ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ბევრი სიახლე იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი” – მიხეილ რამიშვილი ბაჩალიაშვილის საქმეზე

დაღუპუ 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ გამოძიების გადაწყვეტილებით, ბაჩალიაშვილის საქმეზე ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა.

როგორც რამიშვილმა აღნიშნა, საქმის მასალებში არის გარკვეული პირების ჩვენებები, რომლის საფუძველზეც საჭიროა დამატებით ვიდეოკამერების ჩანაწერების გამოთხოვა.

“გამოძიებამ მიიღო გადაწყვეტილება და თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე დანიშნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. ჩვენ ვითხოვთ, რადგანაც ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა, მოხდეს გაერთიანება და დაინიშნოს ფსიქოლოგიურ კომისიურ-კომპლექსური, ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზა და გამოძიებასთან ერთად მოხდეს ჩვენი ექსპერტების ჩართვა. მოხდეს იმ ჩანაწერების შეფასება, რომელიც უნდათ, რომ გამოიყენონ, თითქოს თვითმკვლელობისთვის საკმარისი მტკიცებულება. ამ შუამდგომლობას ვაყენებთ და გარდა ამისა, საქმის მასალებში არის გარკვეული პირების ჩვენებები, რომლების საფუძველზეც დამატებით იქნება ვიდეოკამერების და სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გამოთხოვა საჭირო. ბევრი სიახლე იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი. ის მარშრუტი, რომელიც თამარმა განახორციელა საკუთარი ავტომობილით აბსოლუტურად არ შეესაბამება იმ ლოკაციას, რომელიც გაასაჯაროვა პროკურატურამ”, – განაცხადა რამიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დაღუპული ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალი კადრები გავრცელდა, რომელიც თავად პროგრამისტმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაწერა.

იტვირთბა....