თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალი კადრები ვრცელდება, რომელიც თავად პროგრამისტმა გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩაწერა. TV “პირველი” იმ აუდიოჩანაწერებს ავრცელებს, რომლებიც პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ მხოლოდ ჟურნალისტებისთვის გაასაჯაროვა.
ჩანაწერებში ბაჩალიაშვილი მისი პირადი ცხოვრებისა და სამსახურის შესახებ საუბრობს. ის უკმაყოფილოა მისი მუშაობით. ჩანაწერებში ბაჩალიაშვილი სუიციდის შესახებაც საუბრობს.
ის ჩანაწერი, სადაც ბაჩალიაშვილი ტყეში შესაძლო თვითმკვლელობაზე საუბრობს, 2020 წლის თებერვალშია ჩაწერილი. ტელეკომპაია იმ 19 ჩანაწერის ფრაგმენტებს ავრცელებს, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეშიც დევს.
“გესმის? ახლა დაჯდები და ყველაფერს ჩამოთვლი, აბსოლუტურად ყველაფერს და გაიაზრებ, რატომ გეშლება ნერვები,”- ესაა ერთ-ერთი ფრაგმენტი ბაჩალიაშვილის ჩანაწერებიდან.
ჩანაწერებში პროგრამისტი მის მიმართ განხორციელებულ დამამცირებელ მოპყრობაზე საუბრობს, რაშიც მისი სამსახურის უფროსს, ნიკა გეჯაძეს ადანაშაულებს.
ბაჩალიაშვილმა ვიდეოები “იუთუბის”-ის საკუთარ ექაუნთზე ატვირთა.
იხილეთ TV “პირველის” ვიდე