ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი 54-ე პაციენტი

კორონავირუსით დრეს გარდაცვლილი მეოთხე პაციენტი 87 წლის იყო და ის მკურნალობას ქუთაისში „ჰოსპიტალსერვისში“ გადიოდა.

პაციენტი კლინიკაში 3 ოქტომბერს შეიყვანეს და მას გულის მწვავე უკმარისპბა ჰქონდა, კორონავირუსმა კი მისი მდგომარეობა გაართულა.

„მას ჰქონდა გულის მწვავე უკმარისობა, გადავიყვანეთ ბოქსირებულ პალატაში, თავიდანვე მივიტანეთ ეჭვი კორონაზე,.კრიტიკული მდგომარეობა იყო თავიდანვე, დადასტურდა კოვიდინფექცია, გამოვიძახეთ სპეციალური სამსახური, რომელიც უზრუნველყოფდა მის კოვიდცენტრში გადაყვანს, თუმცა პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა მისი გადაყვანა და დადგა ლეტალური შედეგი.”– აცხადებს საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი ტარიელ კუხიანიძე.

ცნობისთვის,დღეს კიდევ 578 ადამიანი დაინფიცირდა. ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 836, ხოლო გარდაცვლილია 54 ადამიანი.

იტვირთბა....