ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

ჰავაიზე სახელმწიფო უმუშევრებს რესტორნებში სასიარულოდ 500 დოლარს გამოუყოფს

ჰავაიზე სახელმწიფო უმუშევრებს რესტორნებში სასიარულოდ 500 დოლარს გამოუყოფს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მედიის ინფორმაცით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ასე დაუჭიროს მხარი პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობას და ხელი შეუწყოს კაფეებისა და რესტორნების მუშაობას.

მათივე ინფორმაციით, 20 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე შტატის უმუშევარი მოქალაქეები სპეციალური ბარათის  გამოყენებას შეძლებენ, რომელზეც $500 იქნება ჩარიცხული. ბარათი სასაჩუქრეს პრინციპით იმუშავებს და თანხის ამოწურვის შემდეგ მისი შევსება შეუძლებელი იქნება.

ამასთან, როგორ მედიაში ამბობენ, აღნიშნული ბარათი მხოლოდ შტატის ტერიტორიაზე იმოქმედებს. ამ ბარათს დაახლოებით 100 ათასი ადამიანი მიიღებს. ხელისუფლება ამ ინიციატივაზე 75 მილიონს დახარჯავს.

იტვირთბა....