აზერბაიჯანის ქალაქ განჯას დაბომბვის შედეგად აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დაიღუპა, ოთხი კი დაშავდა. ქალაქზე იერიში არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკამ დღეს განახორციელა.
აღნიშნულ ინფორმაციას აზეირბაიჯანული მედია ავრცელებს, რომელიც იუწყება, რომ ქალაქ განჯას დაბომბვის შედეგად ათობით სხვადასხვა შენობა დაზიანდა.
ცოტა ხნის წინ კი მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის პრესსპიკერი, ვაგრამ პოღოსიანი სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ მათ მიერ, აზერბაიჯანში მდებარე განჯის აეროპორტი მთლიანად განადგურდა.
შეგახსენებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეარაღებული დაპირისპირება ერთი კვირაა რაც გრძელდება. თავდაპირველად სომხეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ აზეირბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. ხოლო აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. აღნიშნულის შემდეგ სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.
ცნობისთვის, სომხური მხარის განცხადებით, სამხედრო შეტაკების დაწყების შემდეგ მთიან ყარაბაღში 104 სამხედრო და 23 მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით კი გარდაცვლილია 19 მშვიდობიანი მოქალაქე. ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სამხედროების დაღუპვის შესახებ არაფერს ამბობენ, თუმცა სომხური მხარის მტკიცებით მტრის ჯარში, ამ ეტაპისთვის, 130 სამხედროა გარდაცვლილი.