ანალიტიკოსი, ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს გავლით, სამხედრო ტექნიკის თურქეთიდან აზერბაიჯანში გადაადგილდების საკითხს “ფეისბუქის” საშუალებით ეხმაურება.
როგორც ანალიტიკოსი წერს, სომხეთის ელჩის მიერ მყისიერად იქნა დაგმობილი ინტერნეტში გავრცელებული დეზინფორმაცია.
ამასთან, ნიკოლეიშვილი განმარტავს, რომ არაჯანსაღი, არაკეთილმოსურნე და მტრული ძალები ძალები მაინც ცდილობენ, აღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელებით, ჩრდილი მიაყენონ საქართველოს, რომელიც ყველაზე მეტადაა დაინტერესებული რეგიონში მშვიდობითა და სტაბილურობით.
„არადა, ვინ ვინ და, სწორედ ჩვენმა მტრებმა იციან ყველაზე მეტად, რომ ყველაზე მეტად ჩვენ ვართ ყარაბაღში მიმდინარე მოვლენების მშვიდობიან ფორმატში გადაყვანისა და ცეცხლის შეწყვეტის მომხრეები, რაც არაერთხელ გაჟღერდა საქართველოს ყველა უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ. უფრო მეტიც, საქართველო თავაზობს საომარ მხარეებს შუამავლისა და მომრიგებლის როლს – თუკი მათ ნება სურვილი იქნება.
გუშინ გამართულ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ასევე გაკეთდა ოფიციალური განცხადება, იმის შესახებ, რომ ყარაბაღში საომარი მოქმედებების დაწყებიდან, ჩვენი მხრიდან შეწყვეტილია ნებისმიერი სამხედრო ტვირთების გადაზიდვა საქართველოს გავლით, როგორც აზერბაიჯანში, ისე – სომხეთში. აქვე ითქვა ისიც, რომ სამოქალაქო ტვირთები შეუფერხებლად მიეწოდება ორივე ქვეყანას, დასტურად ჩვენი კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობებისა. მიუხედავად ამისა, არაჯანსაღი, არაკეთილმოსურნე და მტრული ძალები ძალები მაინც
ცდილობენ, ზემოთაღნიშნული დეზინფორმაციის გავრცელებით, ჩრდილი მიაყენონ საქართველოს, რომელიც ყველაზე მეტად არის დაინტერესებული რეგიონში მშვიდობითა და სტაბილურობით”,- წერს ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ სომხეთი საელჩო საქართველოში ინტერნეტში გაცრცელებულ ინფორმაციას, აზერბაიჯანს იარაღი ბორჯომიდან მიეწოდების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნულს დეზინფორმაცია უწოდა.
აღსანიშნავია, რომ სომხეთის საელჩოს განცხადებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილიც გამოეხმაურა. რომელმაც განაცხადა, რომ ინტერნეტში გავრცელებული დეზინფორმაცია მიზნად ისახავს საქართველოში და ზოგადად რეგიონში ვითარების ესკალაციასა და დაძაბვას.