ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 სათის განმავლობაში კორონავირუსისგან კიდევ ორი ადამიანი გარდაიცვალა. აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ქვეყანაში კორონავირუსისგან სულ 50 ადამიანია გარდაცვლილი.

შეგახსენებთ, დღეს საქარველოში კორონავირუსის  554 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების საერთო მაჩვენებელი კი 8118-მდე გაიზარდა.

ხოლო  კორონავირისისგან გამოჯანმრთელდა 252 პაციენტი. საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4244-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

იტვირთბა....