ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“აზერბაიჯანულმა არმიამ სოფელ მადაგიზში დროშა აღმართა” – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის სამხედრო დანაყოფებმა სოფელ მადაგიზზე კონტროლი დაამყარეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

„დღეს აზერბაიჯანულმა არმიამ მადაგიზში დროშა აღმართა. მადაგიზი ჩვენია. ყარაბაღი აზერბაიჯანია“ – წერს ილჰამ ალიევი.

მადაგიზი სომხური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ძალების დაშორიშორების ხაზთან მდებარე დასახლებაა. სომხურ მხარეს ილჰამ ალიევის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ცნობისათვის, შეტაკებები სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 27 სექტემბერს დაიწყო.

იტვირთბა....