თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ქვეითად მოსიარულე მამაკაცი გზაზე გადასვლას ცდილობდა. მას „მერსედესის“ მარკის მანქანა დაეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.