ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიიღებს თუ არა გახარია ვაშაძესთან დებატებში მონაწილეობას – “ოცნების” პრესსამსახურის განცხადება

პარტია „ქართული ოცნების” პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შემოთავაზებულ წინასაარჩევნო დებატების წილისყრაში, მმართველმა გუნდმა მონაწილეობა მიიღო და მასთან ერთად რაუნდში აღმოჩნდა გიორგი ვაშაძის პარტიაც (“სტრატეგია აღმაშენებელი”), თუმცა ის, რომ დებატები გიორგი გახარიასთან, როგორც “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან შედგება, არის „ფეიკ ნიუსი” და სიმართლეს არ შეესაბამება.

დეზინფორმაციაა გავრცელებული რეკლამა, თითქოს პრემიერ-მინისტრი და “ქართული ოცნების” სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია გიორგი ვაშაძესთან დებატებში მიიღებს მონაწილეობას.

“პარტია “ქართული ოცნება” წინასაარჩევნო დებატებში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა ვინ წარადგენს პარტიას აღნიშნულ დებატებში, ამის შესახებ საზოგადოება მოგვიანებით შეიტყობს” – აცხადებენ პარტიის პრესსამსახურში „აიპრესთან”.

ცნობისათვის, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “ფეისბუქის” გვერდზე დაანონსა, რომ 15 ოქტომბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე გიორგი გახარიასთან დებატებში მიიღებს მონაწილეობას.

იტვირთბა....