ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მოსწავლეს, რომელიც სკოლაში დადიოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. კოვიდ-ინფიცირებულია მესამე კლასის მოსწავლე, რომელიც სკოლის დირექტორის განმარტებით, უნდა ყოფილიყო თვითიზოლაციაში, თუმცა, კვირის ბოლო დღეს სკოლაში იმყოფებოდა. ამის შესახებ მან “პრაიმტაიმნიუსს” განუცხადა.

„გიდასტურებთ, რომ ჩვენს მოსწავლეს გამოუვლინდა კორონავირუსითვითოზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ, თუმცა, მშობელმა ბავშვი მოიყვანა სკოლაში. ეს კლასი დამხმარე შენობაშია განთავსებული და ასევე ყველა ზომა იყო დაცული, ვფიქრობ, რომ გავრცელების რისკი მინიმალურია. კლასი გადავიდა თვითიზოლაციაში, თუმცა, სკოლა გადავა თუ არა მთლიანად დისტანციურ სწავლებაზე, ჯერჯერობით არ ვიცით, ველოდებით ჯანდაცვისა და სამინისტროს რეკომენდაციებს“ – აღნიშნა სკოლის დირექტორმა ნინო გოგინავამ.

ცნობისათვის, ზუგდიდის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი I-VI კლასი მოსწავლეებისთვის საკლასო ოთახებში 1 ოქტომბერს დაიწყო.

იტვირთბა....