დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აშშ-ს პრეზიდენტის კორონავირუსით ინფიცირების საკითხს ეხმაურება და დასძენს, რომ დონალდ ტრამპი ვირუსისგან მალე გამოჯანმრთელდება.
როგორც ბრიტანეთის პრემიერი აცხადებს, დონალდ ტრამპი ენერგიული ადამიანია, რაც მას გამოჯანმრთელებაში დაეხმარება.
„ცხადია, ყველას გვსურს, პრეზიდენტსა და პირველ ლედის საუკეთესო ვუსურვოთ. დარწმუნებული ვარ, კარგად გადაიტანს და მალე გამოჯანმრთელდება,“ – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და მის მეუღლეს მელინა ტრამპს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა. აშშ-ს პირველი პირი სამკურნალოდ დღეს, პრევენციის მიზნით, „უოლტერ რიდის“ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.