ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

კორონავირუსით დაინფიცირებული დონალდ ტრამპი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს

აშშ-ს პრეზიდენტი საზოგადოებას მადლობას უხდის და აცხადებს, რომ მისი მდგომარეობა უმჯობესდება. ამის შესახებ ტრამპა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა.

„ვფიქრობ, უკეთოსობისკენ მივდივარ, დიდი მადლობა ყველას, მიყვარხართ!!!,” – წერს  აშშ-ს პრეზიდენტი “ტვიტერზე”.

ამასთან, თეთრი სახლის ექიმის, შონ კონლის  ცნობით, კორონავირუსით დაინფიცირებულ პრეზიდენტს, „რემდესივირით“ მკურნალობენ.

„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. მას არ სჭირდება დამატებითი ჟანგბადი, მაგრამ სპეციალისტებთან კონსულტაციის შემდეგ გადავწყვიტეთ, მისი მკურნალობა „რემდესივირით“ დაგვეწყო. მან პირველი დოზა უკვე მიიღო და კომფორტულად ისვენებს“, – აღნიშნა კონლიმ.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელსაც კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა, რამდენიმე საათის წინ პრევენციის მიზნით, „უოლტერ რიდის“ სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

იტვირთბა....