“ღრმად ვარ დარწმუნებული იმიტომ, რომ მეფედ, ფაშად ამ სახელმწიფოს მესამე ვადით ვერავინ ვერსადროს მოაჯდება. ამიტომ ბიძინა ივანიშვილი განწირულია მარცხისთვის და ხალხი განწირულია გამარჯვებისთვის”.
ნიკა მელია – “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი
ამის შესახებ მან მარნეულში “ენმ”-ს მიერ გამართულ აქციაზე განაცხადა. როგორც ნიკა მელიამ განმარტა, 31 ოქტომბრის არჩევნებში ყველა კითხვას პასუხი გაეცემა და ამ რეჟიმის 8 წლიანი მმართველობა დასრულდება.