პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამის წარდგენის საკითხს სოციალური ქსელის საშუალებით ეხმაურება.
როგორც ხუხაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, საზოგადოებამ მმართველი გუნდის ვალი დიდი ხანია, რაც გადაიხადა.
“როცა რაღაც გააკეთე და 8 წლის თავზე მეასედ შეგვახსენე, ე.ი. გვამადლი. ნუ გვამადლი, შენი ვალი დიდი ხანია გადაიხადა ამ საზოგადოებამ. ახლა აქეთ გაქვს ვალი და ერთადერთი რასაც ველოდებით შენგან, ეს არის პასუხი კითხვაზე – აპირებ თუ არა ვალის გადახდას და როდის გადაიხდი?!” – წერს ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.