ციტატა

პაატა ქურდაძე

„რამდენიმე დღის წინ ერთ მეგობართან ტელევიზორში “ჩემი ცოლის დაქალებს” მოვკარი თვალი., ერთ სერიას ვუყურე.

ერთხელ, რამდენიმე თვის წინ, აქ რაღაც წავიშაყირე ამ სერიალზე და ნახევარი ფეისბუქი დამესია, შენაო რეებს ბედავო! ძალიან “ჟიზნენი” ფილმია, საქართველოს რეალობის ზუსტი ასლიო, ერთი კი ამოვიკნავლე რა ჯანდაბად გინდათ საკუთარი ასლების ყურება მეთქი მაგრამ ვინ მომისმინა, მოკლედ ცუდად დამტავრდა მაშინ იმ სტატუსის ამბავი. გული იმით დავიმშვიდე რომ ეს ხალხი თუ ასე ცხოვრობს, სალონების, ერთმანეთის საყვარლებისა, ქმრების სამსახურების და ტუსოვკების მეტი არაფერი ადარდებთ, მშვიდად მოვკვდები მეტქი.. მაგრამ რა… ორ თვეზე მეტია აქ ვარ და მე რასაც ვუყურებ ამ სერიალების “რეალობაში” დიდი დიდი მოსახლეობის ხუთი-ათი პროცენტი ცხოვრობდეს, დანარჩენის რეალობა უფრო იზაურა თუ რაღაც უბედურება რომ იყო 90 იანების დასაწყისში მგონი იმას წააგავს, მე არც იზაურა მინახავს, მაგრამ 93 ში დედაჩემი რომ პირველად ჩამოვიდა პარიზში, მახსოვს ორი თვე მაგრად ინერვიულა, იქ რომ არ ანახებდნენ . მგონი ამის გულისთვის დაბრუნდა თბილისში:)

მოკლედ, რისი თქმა მინდა – ნუ მეპონტავებით ხოლმე რა, როცა აქ არა ვარ! რეალობა არა ჰალოუინის კვახი! სერიალი ერთ მუჭა მოშტერო პატარა ბურჟუაზიაზეა, სამსახური ორი წლის წინ რომ იშოვა და პირველი ორი ხელფასით ნაყიდი ბრტყელი ტელევიზორი, მიკრო ტალღური ღუმელი და “სმარტში” საყიდლებზე სიარული ბურჟუაზიულობის და ევროპულობის გამოვლინება რომ გონია. სცენებისთვის სრულიად არაადეკვატური ჩაცმულობითა და ვარცხნილობით, საშინლად დაწერილი დიალოგებით… ეს ინტერიერები და დეკორი! რომლებიც IKEA -ს საექსპოზიციო დარბაზებს წააგავს… ღმერთო!…პრინციპში არ მიკვირს, ფეისბუქელთა ის ნაწილი, თავისი ცხვირი სამყაროს ცენტრი რომ გონია, ფიქრობდეს რომ მართლაც ეს არის ქართული რეალობა… მაგრამ მერჩივნა გამკვირვებოდა, რაც იმისი მანიშნებელი იქნებოდა რომ ამ ქალაქში რაღაც უმნიშვნელო მაინც იცვლება. მაგრამ ეს არაფერი. გუშინ ღამე დავინტერესდი და აღმოვაჩინე – თურმე ყველა მეტნაკლებად “თავმოყვარე” არხს აქვს მსგავსი სერიალი- ქართულ “ერთი ციდა” ბურჟუაზიაზე…

მოკლედ ამას რატომ ვწერ: სრულიად არ ვნანობ მაშინ რომ ვიშაყირე ამ სერიალზე. რადგან ქართველების ძალიან დიდი უმრავლესობის ძალიან სევდიან რეალობასტან ამ ისტორიებს საერთო არაფერი აქვს. ხოლო თუ ამ სერიალების დანიშნულება წარმატებაზე ოცნება და ამბიციის გაღვივებაა, მაშინ წესიერი რამე მაინც გადაიღეთ, ნუ დაუკარგავთ ხალხს იმედს რომ ცხოვრება წარმატების შემდეგ კიდევ უფრო მეტი ნაგავია ვიდრე მაშინ როდესაც ბავშვისთვის ხარისხიანი , ნამდვილი შოკოლადის ფული არა გაქვს“.

იტვირთბა....