ციტატა

ირაკლი ღლონტი

ბატონო ქიბარ,

მესმის, რომ იბრძვით და ამბიციებს აცხადებთ მაღალრეიტინგული და რენტაბელური ბიზნესის წილების ფლობასთან დაკავშირებით და აცხადებთ, რომ ის გეკუთვნით თქვენ და ექს ხელისუფლებამ ის უკანონოდ ჩამოგართვათ. ექს ხელისუფლებამ უამრავ საინტერესო ინვესტორს წაართვა ქონება და ქონების გარდა ჩვენს ქვეყანაში საქმის კეთების სურვილი და ხალისი ! თუმცა ისინი უკვე იმედგაცრუებული არიან პროკურატურის მტვრიან თაროებზე, ასევე მტვრიან საქაღალდეებში გაყვითლებული და ურეაგირებოდ დარჩენილი მასალების გამო ! სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვარსებობთ საზოგადოება, რომლებიც მომავალს ვგეგმავთ ,,ნაციონალური მოძრაობის” და ,,ქართული ოცნების” გარეშე.

მე მესმის, როცა თქვენ ცდილობთ ახსნათ თქვენი პოზიცია, რომ რ2–ის რეალური მესაკუთრე ბრძანდებოდით თქვენ და დღეს გაქვთ უნიკალური შანსი ხელისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლოს მეშვეობით, თუმცა უკვე გავრცელებული ინფორმაციით, არალეგიტუმური გზით (მოსამართლე ურთმელიძის მიმართ არსებობს სამართლიანი პრეტენზიები და არგუმენტირებული ეჭვები, ამის გარდა აქამდე მიმდინარე პროცესი საყოველთაოდ ბადებს შეკითხვებს) დაეუფლოთ ტელეკომპანიას.

მესმის, რომ ეს ყველაფერი ძალიან მაცდურია, მაგრამ, მე, როგორც თქვენი რიგითი თანამოქალაქე, ამ ტელეკომპანიის სატელევიზიო პროდუქტ(ებ)ის აქტიური მომხმარებელი, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელი მოგიწოდებთ გამოიჩინოთ მოქალაქეობრივი და სახელმწიფოებრივი პოზიცია, გაითვალისწინოთ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მოსალოდნელი საფრთხეები, გაითვალისწინოთ დღევანდელ ფორმატში მოქმედი ტელეკომპანიის ამჟამად არსებული და საკმაოდ მრავალრისცხოვანი ტელემაყურებლის ემოციური დამოკიდებულება, ექსპერტების, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, პრეზიდენტის, ქვეყნის სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნის შეფასებები და
სულ რაღაც 1 წლის ვადით თქვენივე პრინციპული გადაწყვეტილებით გამოიტანოთ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოდან.

ამ თხოვნის შესრულების შედეგად თქვენ დაიმსახურებთ დიდ პატივისცემას. ჩემი შეფასებით თქვენ საზოგადოება მიგიჩნევთ, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოქალაქეს, რომელმაც თავისი საქციელით დაასრულა მითქმა–მოთქმა, ხელი შეუშალა არსებით საფრთხეებს, გააქრო ეჭვის საფუძვლები და პირად კომერციულ ინტერესებზე წინ დააყენა ქვეყნის მომავალი.

ამ თხოვნის შესრულების შემთხვევაში, პირადად მე, როგორც მოქალაქე და პოლიტიკოსი მზად ვარ შეგხვდეთ, ჩამოგართვათ ხელი და 2016 წლიდან, ანუ იმ დროიდან, როცა ქვეყნის მმართველობა ხელში უნდა აიღოს ახალმა პოლიტიკურმა ძალებმა და არავითარ შემთხვევაში არც ექს და არც მოქმედმა ოდიოზურმა პოლიტიკურმა სუბიექტებმა ჩვენ, ჩემი ღრმა რწმენით სხვებთან ერთად დავდგებით თქვენი კანონიერი ინტერესების დასაცავად ნებისმიერ ფლანგზე და ნებისმიერ ინსტანციაში ! თუ წილებთან მიმართებით ნათელი გახდება თქვენი საკუთრების უფლებების ნამდვილობა, პირადად მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ კანონიერება აღსრულდეს !

გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ სწრაფვას მშვიდობისკენ.

პატივისცემით,

ირაკლი ღლონტი
პარტია ,,რეფორმატორები”
თავმჯდომარე

იტვირთბა....