თბილისში პანტელეიმონ მკურნალის ტაძრის წინამძღვარს კორონავირუსი დაუდასტურდა. ვირუსით დაინფიცირდა წინამძღვრის ოჯახის წევრებიც. ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.
ასევე, კორონავირუსი დაუდასტურდათ ელესიის მგალობლებსა და სტიქაროსნებს.
კორონავირუსი ჯვართამაღლების დღესასწაულზე 16 პირს გადაედო.
სანზონაში მდებარე მცირე ზომის ეკლესია ამ დროისთვის დაკეტილია. ინფიცირებულები კლინიკებში არიან გადაყვანილნი.