ვეთანხმები თინას! უნდა იყო იდიოტი, რომ უფასო გაზზე უარი თქვა, მაგრამ როდესაც ტრანზიტის მოცულობის გაზრდით მიღებულ ახალ უფასო გაზის მოცულობებზე აწარმოებ მოლაპარაკებებს, ან თავად უნდა იყო ან საკუთარი ხალხი გეგონოს იდიოტი, რომ ტრანზიტის მაგივრად დივერსიფიკაციაზე ილაპარაკო! კახა კალაძე არც კამიკაძეა და არც ჩამორჩენილი! მაგ კაცმა თქვა სიმართლე, რასაც მოყვა მძაფრი რეაქცია ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც, და მერე ღარიბაშვილმა თქვა მატყუარა პოლიტიკოსები ლაპარაკობენ მარტო დივერსიფიკაციაზეო! ერთი ხუთი დღის მერე პირველი სოზარმა გაასწორა მესიჯი, ტრანზიტზეა მარტო საუბარიო! ასე რომ აქ მარტო პიარის და მესიჯის კატასტროფაზე აღარაა საუბარი! ტყუილს კოტიტა ფეხები აქვსო, ნათქვამია საზრიანებში!
იტვირთბა....