ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“წინასაარჩევნოდ დაშინებისა და ძალადობრივი ფაქტები, საქართველოს რეპუტაციას ლახავს” – აშშ-ს ელჩი

“ძალიან გულდასაწყვეტია იმ ინციდენტების შესახებ ინფორმაცია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მთელს საქართველოში ხდება”, – ასე ეხმაურება აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი საქართველოში წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობრივ ფაქტებთან დაკავშირებულ საკითხს.

როგორც აშშ-ს ელჩი აცხადებს, საქართველოში არჩევნები დემოკრატიული გზით უნდა ჩატარდეს. მისივე განცხადებით,  ძალადობრივი, ასევე დაშინების ფაქტები მიუღებელია, მსგავსი ინციდენტები საქართველოს რეპუტაციას ლახავს.

“ძალიან გულდასაწყვეტია იმ ინციდენტების შესახებ ინფორმაცია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში მთელს საქართველოში ხდება. მადლობელი ვარ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც აკონტროლებენ იმას, რომ მსგავსი ფაქტები ყურადღების გარეშე არ დარჩეს. მსურს მოვუწოდო ყველა პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, გაუგზავნონ მკვეთრი გზავნილები თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ძალადობა არც ერთი არჩევნების დროს არ არის მისაღები.

ეს არ არის დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გზა. ისევე, როგორც მიუღებელია დაშინების ფაქტები. ასეთი ინციდენტები საქართველოს რეპუტაციას ლახავს. ვინც გინდა იყოს ამ ძალადობის უკან, ყველამ, ყველა პარტიის ლიდერმა უნდა გაუგზავნოს ნათელი მესიჯი თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ძალადობა მიუღებელი და შეუწყნარებელია,” – განაცხადა კელი დეგნანმა.

იტვირთბა....