“ვინაიდან, საქართველოში არის საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობა კოვიდთან მიმართებაში და ბატონი თენგიზი არის მაღალი პროფესიონალი, ის პაციენტებს, სახელმწიფოს და ასევე მის მინისტრს არ უღალატებს, დარწმუნებული ვარ.”
ეკატერინე ტიკარაძე – ჯანდაცვის მინისტრი
აღნიშნულით ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვებაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მინისტრის თქმით, ცერცვაძე თანამდებობაზე რჩება და მუშაობას აგრძელებს.
ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თენგიზ ცერცვაძემ თანამდებობა დატოვა. თუმცა, მოგვიანებით ინფექციური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა გავრცელებული ინფორმაცია უარყო.