“მგონია, რომ მართლაც, ძალიან მაგარი სია გამოვიდა როგორც პირველი ოცეული, რომლის წარდგენა იყო და დღეს უკვე სრულ სიას წარადგენს „ქართული ოცნება.”
კახა კალაძე – მმართველი პარტიის გენერალური მდივანი
ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ადამიანების შერჩევა ხდებოდა მათი პროფესონალიზმიდან გამომდინარე, ყველა იმ დარგსა და იმ მიმართულებაში, სადაც ისინი მოღვაწეობდნენ და ასევე იმის მიხედვით, თუ როგორ და რანაირად შეიძლებოდა ამ ადამიანების გამოყენება ქვეყნის საკეთილდღეოდ, მათი ყოველდღიური საქმიანობა პარლამენტში როგორ წაადგება ჩვენს ქვეყანას.