“ყველა ინფიცირებული თანდათან ვლინდება, ეს კარგია, რომ ყველა ინფიცირებული ვლინდება და არ რჩება ბინაზე და საზოგადოებაში. შესაბამისად, ვფიქრობ რამდენიმე დღე გვექნება პიკი, შემდეგ კი შემცირდება.”
მარინა ენდელაძე – თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი
ამის შესახებ მარინა ენდელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
ცნობისთვის, საქართველოში დღეს კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6640-ს შეადგენს. ამ დროისთვის კი ვირუსით 40 პაციენტი გარდაიცვალა.