“ესაა პირდაპირი განცხადება იმის თაობაზე, რომ ხელისუფლება უფრო მკაცრ რეპრესიებზე გადავა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ცდილობენ დააშინონ ოპოზიციის წარმომადგენლები. ჩვენ კარგად ვნახეთ რა ხდებოდა მარნეულში, გლდანში, ბოლნისში, როგორ იბრძვის ხელისუფლება საკუთარი ზონდე ჯგუფების დახმარებით ხელისუფლების შენარჩუნებისთვის. წარმოიდგინეთ, ხელისუფლება გვეუბნება ჩვენ კი გისწორდებით ძალადბრივად, მაგრამ ისევ თქვენ დაგიჭერთ და დაგსჯით ამისთვის. ესაა ოცნების სამართალი, რომელიც 31 ოქტომბერს აუცილებლად დასრულდება.”
ზაალ უდუმაშვილი – “ნაციონალური მოძრაობის” წევრი
აღნიშნული განცხადებით უდუმაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა.