მთავარი ციტატა

“დავით-გარეჯის თემის შემოგდება არის ქვეყნის ინტერესების ღალატი”- რომან გოცირიძე

“წინასაარჩეევნოდ დავით-გარეჯის თემის შემოგდება არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება, ღალატი ქვეყნის ინტერესებისა. მიდიან ყველაფერზე, ოღონდ შეინარჩუნონ ხელისუფლება და დაეპატრონონ იმ ყულაბას, რომელსაც ბიუჯეტი ჰქვია და საიდანაც იპარავენ ფულს.

 

რომან გოცირიძე – ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” ტავმჯდომარე

ამის შესახებ გოცირიძემ დავით გარეჯის საკითხზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გოცირიძის თქმით, “გარეჯის საკითხი გაამწვავა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ჩვენ აქ სიმბოლურად ვუწოდეთ მოსიარულე, მოლაპარაკე საფრთხე. გადადგა ნაბიჯი გარეჯისკეენ და რა მივიღეთ დავინახეთ, ფაქტობრივად ჩაკეტილია ის ყველასათვის, მათ შორის სასულიერო პირებისთვის. გარეჯში შექმნილი ვითარება არის ამ ხელისუფლების სინდისზე.”

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

იტვირთბა....