მთავარი ციტატა

“სამწუხაროდ, ჩვენები პროვოკაციას წამოეგნენ”- სესიაშვილი მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაზე

“სამწუხაროდ, გუშინ ჩვენმა მხარდამჭერებმა თავი ვერ შეიკავეს და პროვოკაციას წამოეგნენ და მოხდა ასეთი დაპირისპირება, მაგრამ ფაქტია, რომ ამ პროვოკაციების გენერატორი არის ოპოზიცია. ყველა ფაქტი არის შემზარავი და მიუღებელი. ძალადობა არ შედის სახელმწიფოს და დღევანდელი ხელისუფლების ინტერესში. ჩვენს ოპონენტებს არ აწყობთ მშვიდობიანი გარემო, რადგან არ აქვთ შანსი ასეთ გარემოში რაიმე შედეგებს მიაღწიონ, ამიტომ ცდილობენ დაძაბონ ხალხი.”

ირაკლი სესიაშვილი – პარლამენტის თავდაცვისა და უშოშროების კომიტეტის თავმჯდომარე

ამის შესახებ ურნალისტებთან მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

სესიაშვილის თქმით, მედიაზე თავდასხმა რაც არ უნდა კრიტიკული იყოს ის, მიუღებელია. 

შეგახსენებთ, მარნეულში ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. არიან დაშავებულებიც. ჟურნალისტებზე მას შემდეგ იძალადეს, რაც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებს შორის, მარნეულში დაპირისპირება მოხდა.

ჟურნალისტმა ჰყვება, როგორ გაუსწორდნენ მას დაპირისპირების დროს. 

იტვირთბა....