მთავარი ციტატა

“ჩვენ დროს ვერავინ გაბედავდა, ქართველები არ შეეშვათ გარეჯში”- სააკაშვილი

“ჩვენს დროს ვერავინ ვერ გაბედავდა ქართველები არ შეეშვათ გარეჯში და ახლა ივანიშვილის დროს ქართველ მომლოცველებს, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეებს ჩაუკეტეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს ძეგლში შესვლა – და ეს მოხდა ამათ დროს!”

მიხეილ სააკაშვილი – საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი

აღნიშნულით სააკაშვილი  სოციალური ქსელით დავით გარეჯის საკითხზე პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას გამოეხმაურა.

ამასთან, სააკაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება გეგმავს, დავით გარეჟის ტერიტორიების გასხვიხება მას დააბრალონ, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

პროკურატურაში აცხადებენ, რომ გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას. პროკურატურის ანახმად, თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

 

 

იტვირთბა....