ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს მოუწოდებს, გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომ ნატოს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს. ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა, ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სტოლტენბერგმა საქართველოს ნატოს ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი უწოდა. მისივე თქმით, ქვეყანამ მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს შეიარაღაბული ძალების მოდერნიზაციისა და დემოკრატიის გაძლიერების კუთხით.
ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს მოუწოდა, ალიანსში შესასვლელად მოემზადოს.
“მე მოგიწოდებთ, გააგრძელოთ ყველა შესაძლებლობები, იმისათვის, რომ დაუახლოვდეთ ნატოს და მოემზადოთ ალიანსში შესასვლელად. ჩვენ აქცენტს ვაკეთბეს იმაზე, რომ საქართველო კარგად ჩაატარებს არჩევნებს და ის საერთაშორისო სტანდართებთან მიახლოებული იქნება. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე, ნატოსთვის.”- განაცხადა.გენერალურმა მდინავნა.
შეხვედრაზე სტოლტენბერგი და გახარია შეთანხმდნენ, გააძლიერინ კავშირები სამხედრო კავშირების კუთხით შავი ზღვის პირეთში ამასთან, ისინი უკვე შეთახმდნენ, გაცვალონ საჰაერო რადარები და ერთობლივად ებრძოლონ ჰიბრიდულ საფრთეებს.
გენერალურმა მდივანმა გიორგი გახარიას კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ავღანეთში სამსვიდობო მისიაში ქართველი კარისკაცების მონაწილეობისთვის.
ამასთან, ნატოს გენ-მდივანმა მდივანმა კიდევ ერთხელ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთს მოუწოდა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან თავისი ჯარები გამოიყვანოს.
“ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, რომელიც აღიარებულია საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ რუსეთს მოვუწოდებთ, უკან გაიწვიოს ამ ე.წ. ქვეყნების აღიარება და გაიყვანოს ჯარები,”- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.