ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

საქართველოში კორონავირუსისგან 37-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამ დროისთვის ინფექციისგან გარდაცვლილთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ამასთან, ბოლო 24 საათშისაქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 6 192 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 324-ს შეადგენს.

იტვირთბა....