aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნიკა მელია: ნარკოტიკის ჩადება ვინ მოიწონა, მაგრამ გიორგი ნემსაძის გამკვირებია, პოზიციის დაცვა რომ ვერ შეძლო

aviabiletebi
ავიაბილეთები

ენმ-ის წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, 2007 წლის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებზე, გიორგი ნემსაძისთვის ნარკოტიკის ჩადების ფაქტი არავის მოუწონებია.

თუმცა, მისი თქმით, გასაკვირია, რატომ ვერ შეძლო ნემსაძემ პოზიციის დაცვა.

„ნარკოტიკის ჩადება ვინ მოიწონა დელეგატისთვის, მაგრამ მე ბატონი გიორგი ნემსაძის გამკვირვებია, კაცს თუ იმის შესაძლებლობა არ ჰქონდა, თავის პოზიცია დაეცვა, ვისაც უნდა დაერეკა, რატომ გააკეთა განცხადება“.- განაცხადა მელიამ გადაცემა „რეაქციაში“.

ცნობისთვის, 2007 წლის 17 მაისს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელად ნოდარ ახალკაცი აირჩიეს. მანამდე, 13 მაისს, გამართულმა ყრილობამ ფედერაციის პრეზიდენტად საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და „ნაციონალური მოძრაობის“, ერთ-ერთი აქტივისტი, გიორგი ნემსაძე, აირჩია, თუმცა არჩევნების დასრულებიდან რამდენიმე საათში ნემსაძემ განცხადება დაწერა და თანამდებობიდან გადადგა, ხელახლა დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობაზე კი უარი განაცხადა. ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ნემსაძეს თანამდებობის დაკავებაზე უარი ქვეყნის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ათქმევინა, თუმცა ამ მოსაზრებას უსაფუძვლო უწოდა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრმა გიორგი გაბაშვილმა.

იტვირთბა....