ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გვაქვს ინფორმაცია, რომ “ნაცმოძრაობა” ცდილობს, ანაზღაურების სანაცვლოდ, აქტივისტები პროვოკაციებში ჩაერთოს”- მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები ცდილობენ, რომ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ აქტივისტები ქვეყნის მასშტაბით პროვოკაციებში ჩართონ.

როგორც მდინარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას აქვს ინფორმქაცია, იმის შესახებ, რომ იმერეთში „ნაცმორაობის“ წევრებმა თავის ხელმძღვანელობას პროვოკაციაში მონაწილეობაზე უარი განუცხადეს.

„მივიღე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იმერეთში „ნაცმორაობის“ წევრებმა, რომლებიც პროვოკაციის ნაწილი უნდა ყოფილიყვნენ, უარი განუცხადეს თავის ხელმძღვანელობას პროვოკაციაში მონაწილეობაზე და ახლა „ნაცმოძრაობის“ ლიდერები ცდილობენ გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, დაარწმუნონ თავისი წევრები, რომ პროვოკაციებში ჩაერთონ.

ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობის“ ბევრი წევრი უკვე აცხადებს უარს ასეთ პროვოკაციებზე. მათ დაგეგმილი აქვთ ყველა რაიონში პროვოკაციების მოწყობა, თუმცა მათივე წევრები არ ემორჩილებიან და ახლა უკვე ცდილობენ, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დაარწმუნონ, რომ ამ პროვოკაციებში მონაწილეობა აუცილებელია. არ აქვს მნიშვნელობა ვისი მომხრე და აქტივისტია, მადლობას გადავუხდი ყველას, თუ რომელიმე ადამიანი პროვოკაციაში და დესტაბილიზაციაში მონაწილეობაზე უარს ამბობს“, – განაცხადა მდინარაძემ.

იტვირთბა....