რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე, გუშინ გვიან ღამით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლი სამართალდამცავებმა დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია ,,ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.
ცნობისათვის, რუსთავიში ავარიას 16 წლის გოგონას სიცოცხლე ემსხვერპლა. მოზარდი ძაღლს ასეირნებდა, რა დროსაც მას დიდი სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა დაეჯახა.
გოგო სასწრაფო დახმარების მანქანის მისვლამდე დაიღუპა. ექიმის ინფორმაციით, მოზარდს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი პოლიტრავმები აღენიშნებოდა.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.