“დიახ, ლარი დღეს ზედმეტად გაუფასურებულია. მიუხედავად იმისა, რომ გლობალური კრიზისია, საქართველო მაკროეკონომიკურად ასე თუ ისე ნორმალურ პარამეტრებშია. ბევრი რამე არის ემოციებზე დამოკიდებული. არ დაგვავიწყდეს ზაფხული – როდესაც ვირუსის პირველი ტალღა იყო, მაშინაც მკვეთრად გაუფასურდა ლარი, თუმცა შემდეგ ნორმალურ ნიშნულს დაუბრუნდა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ დღეს საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს ეკონომიკის სწრაფად აღსადგენად.”
გიორგი გახარია – საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ცნობისთვის, 23 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა ლარის გამყარების მიზნით 40 მილიონი დოლარი გაყიდა.