მარნეულში. სოფელ სადახლოში ინციდენტი მოხდა – “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ აქტივისტს სავარაუდოდ, ტირის თოფიდან ესროლეს.
“ევროპული საქართველოს” მარნეულ-გარდაბნის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატმა, აჰმედ იმამყულიევმა აღნიშნა, რომ შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პარტიის აქტივისტი სოფელში საარჩევნო ბანერს აკრავდა. ამის შესახებ მან “კურიერს” სატელეფონო ინტერვიუს დროს განუცხადა. მაჟორიტარობის კანდიდატის თქმით, ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა იმამყულიევი მომხდარს “ქართულ ოცნებას” უკავშირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.