“პროგრამისტი გიო ლუბარეცი დაიბარეს პროკურატურაში გამოკითხვაზე – თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარების დღეებში მის მარშრუტს ეძებდი და რატომ დასერჩეო… საუბარი ყოფილა “ვილა ალგეთზე”! საინტერესო ამბავია ფრიად! გაგრძელებაა საინტერესო!”
ელისო კილაძე – “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორი
სოციალური ქსელი.
ცნობისათვის, პროგრამისტმა გიორგი ლუბარეცმა თავად დაწერა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურაში დაიბარეს. მისივე განმარტებით, მიზეზი ის არის, რომ გაუჩინარებული თამარ ბაჩალიაშვილის შესახებ ინტერნეტით ინფორმაციის მოძიებას ცდილობდა.