“თუ მსხვილ მოთამაშეებს სურვილი აქვთ, ეს კონფლიქტი გააგრძელონ, ბევრი მიზანი შეიძლება ჰქონდეთ, რთული სათქმელია ჩემთვის, რა მიზნები ამოძრავებთ, მაგრამ სადამდეც უნდათ მსხვილ მოთამაშეებს, იქამდე გააგრძელებენ ამ კონფლიქტს.”
მამუკა არეშიძე – კავკასიის საკითხებში ექსპერტი
ამის შესახებ მამუკა არეშიძემ მეტრონომთან ისაუბრა.
ექსპერტის შეფასებით, საერთაშორისო დონეზე გარკვეული დიპლომატიური განცხადებები კი კეთდება, ხოლო რეალურად რა მიზანი ამოძრავებს თანამეგობრობას, ეს კულუარებში წყდება.
ხოლო, კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, კონფლიქტის გამწვავების შემთხვევაში, რუსეთმა საქართველოს ტერიტორია დერეფნად გამოიყენოს, ექსპერტის მოსაზრებით, გამორიცხული არაფერია.