დასავლეთ საქართველოში, 28-30 სექტემბერს შენარჩუნებული იქნება თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი – ამის შესახებ ინფორმაციას, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჰაერის ტემპერატურა +27, +32 გრადუსის ფარგლებში იქნება. 1-ელ ოქტომბერს გაწვიმდება, ტემპერატურა +23, +28 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოში კი მოსალოდნელია შედარებით გრილი და დროგამოშვებით ღრუბლიანი ამინდი. ზოგან შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი აღინიშნოს.
„ჰაერის ტემპერატურა +19, +24 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა და ნისლი. ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი იქნება,“ – ნათქვამია ინფორმაციაში.