ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 735 საწოლია თავისუფალი” – ჯანდაცვის სამინისტრო

27 სექტემბრის 22 საათის მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად 735 საწოლია თავისუფალი – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 298 შემთხვევა გამოვლინდა. 148 გამოჯანმრთელდა, სამი პაციენტი კი გარდაიცვალა. კორონავირუსით ინფიცირებულთა აქტიური შემთხვევა 3498-ს შეადგენს.

იტვირთბა....