„მოხსენით ექიმამდე მისასვლელი ბარიერები!“, – ამ ტექსტით ბათუმელი ექიმი, სოფიო ბერიძე მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს მიმართავს.
მისი განმარტებით, პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის მთავარ ბარიერად იქცა ლაბორატორიული დადასტურების არარსებობა, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში აგვიანებს 7 დღე.
„დაამატეთ ცხელების კლინიკები, პაციენტებისთვის სამედიცინო დახმარების გაწევის მთავარ ბარიერად იქცა ლაბორატორიული კონფირმაციის არარსებობა, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში აგვიანებს 7 დღე! ამის გარეშე მათი ჰოსპიტალიზაციის ერთადერთი გზა ცხელების ცენტრია, რომელიც სულ ორია რეგიონში! 2 !!!!! ეს არ იყო საკმარისი 50 ახალ შემთხვევაზე!
მითუმეტეს არ არის საკმარისი 200 ახალ შემთხვევაზე!!! მოხსენით ექიმამდე მისასვლელი ბარიერები!!!!
იმოქმედეთ სწრაფად!!! აღიქვით კრიზისი!!!
ძალიან ბევრი ხანდაზმული პაციენტი ბინაზე საათობით ელოდება სასწრაფო დახმარების ბრიგადას და გადაყვანას ჰოსპიტალში!“, – წერს მედიკოსი.
მისივე თქმით, დადასტურება არ არის პანაცეა, მაგრამ დაუდასტურებელ შემთხვევას ვერ ღებულობს ვერც კოვიდ და ვერც არაკოვიდ კლინიკა.
„თუ მე ვცდები, ან არასწორად აღვიქვამ გარემოებას, ან მატყუებენ ადამიანები, რომლებიც დახმარებისთვის მირეკავენ, გთხოვთ აღნიშნულის საპირწონე და გამაბათილებელი დადასტურებული ინფორმაცია აქვე გაგვიზიაროთ!
თუ არა, იქნებ ჩავრთოთ ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტები, რომლებიც ამ Facebook აუდიტორიას ნამდვილად აქვს!
ვიცი, რომ ბევრი კითხულობს ამ პოსტს, მათ შორის ისინიც, ვისაც ძალუძს პროცესების შეცვლა უკეთესობისკენ!
საუბარი არ არის ახალგაზრდებზე და ჯან-ღონიანებზე, ისინი უკვე დარჩნენ სახლში და სვამენ პარაცეტამოლს!
საუბარია ხანდაზმულებზე და მაღალ რისკებზე“.- განაცხადა ექიმმა.