“განსაკუთრებით კი, მსურს იმ ადამიანებს მივმართო, ვისი ოჯახის წევრი ან ახლობელი ინფექციურ საავადმყოფოში წევს და მკურნალობს, მათ აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ ამ ურთულეს ვირუსს საოცრად მართავენ ჩვენი ექიმები. ზოგადად, ვინც მიცნობს იციან, რომ მშიშარა არ ვარ და არც ზედმეტად ქება მიყვარს, მაგრამ არ შემიძლია, არ აღვნიშნო, ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმი.”
თაკო ჩარკვიანი – “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი
როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, კორონავირუსი რთული ვირუსია და მძიმედ ასატანი. “ვისაც ჯერ კიდევ არ სჯერა Covid-ის არსებობის, მინდა ყველას მოვუწოდო ფრთხილად იყვნენ”, – განაცხადა ჩარკვიანმა.